Quote

ეს ალბათ ის კითხვაა, რომელმაც ერთხელ, შეიძლება წამიერად, მაგრამ მაინც – ყველას დაგვარტყა თავში. პასუხს პოსტის დასაწყისშივე დავწერ – რა თქმა უნდა, შეუძლია. დაწვრილებით კი დაბლა ვისაუბრებ. არ ვაპირებ ყველაფრის მოყოლას, პირველად რომელმა მეცნიერმა იფიქრა ამის შესახებ და ვის მოუვიდა თავში ექსპერიმენტის ჩატარება, მემგონი არც არავის აინტერესებს.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავწელო, გთავაზობთ მეტ-ნაკლებად (ინგლისურისა და ქართული ენის ცოდნის შესაბამისად) ზუსტ ციტირებას რობერტ ვეგონერის სტატიიდან.

‘’ლუსიდური სიზმრების მეშვეობით მუდმივი კოშმარებისა ან შიშების გაქრობის შესაძლებლობა, სრულიად კეთილგონივრულია. და მაინც, შეგიძლია გამოიყენო ცნობიერი სიზმარი მენტალური და ემოციური დაავადებების განსაკურნებლად? შეიძლება ის დაგეხმაროს ფრენის, სიმაღლის ან რაიმე სხვაგვარი ფობიის დამარცხებაში? შეიძლება, ლუსიდ დრიმინგი, ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს დაეხმაროს იმაში, რომ იყოს სუფთა და ფხიზელი?
დიახ, დიახ და დიახ. მიიჩნიეთ დაბლა მოყვანილი მაგალითები ზემოთმოცემული შეკითხვების განმამტკიცებელ არგუმენტებად:

1. ერთ–ერთ ქალბატონს სურს დაესწროს IASD_ის კონფერენციას, თუმცა მას ძალიან ეშინია ფრენის. მე ვურჩიე მას, გამხდარიყო სიზმარში ლუსიდური, ეპოვნა თვითმფრინავი და ეფრინა. ქალბატონმა მართლაც გააკეთა ეს. ხუთიოდე ცდის შემდეგ, მან იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და გადაწყვიტა კონფერენციაზე გამგზავრება. თანაც, ბილეთი ფანჯრის მხარეს იყიდა, რაც საშუალებას აძლევდა დაკვირვებოდა ლანდშაფტს და შეედარებინა სიზმარში მის მიერ წარმოდგენილ–დაკვირვებული და – რეალური ფრენა.
მას, რამდენიმე უპრობლემო ფრენის შემდეგ, არანაირი პრობლემა აღარ ჰქონია ამ საკითხთან დაკავშირებით.

2. ერთ–ერთ სამხედრო მოსამსახურეს შეექმნა ერთი უხერხული პრობლემა, რომელსაც შეეძლო ძალიან ცუდი გავლენა მოეხდინა მისი კარიერისთვის. კერძოდ: როდესაც ჯგუფი ვარჯიშობდა მაღალი შენობებიდან ჩამოცოცებაზე, მას გული უღონდებოდა და ცუდად ხდებოდა. მისმა ერთ–ერთმა მეგობარმაც ურჩია, რომ ეს პრობლემა ლუსიდური სიზმრის მეშვეობით გადაეწყვიტა. და მართლაც, მან დაიწყო ვარჯიში ლუსიდ დრიმინგში, მოიკრიბა თავდაჯერებულობა და რეალურ ცხოვრებაშიც შეუდგა თავდაუზოგავ ვარჯიშს. მოგვიანებით მან გაგვაგებინა, რომ არანაირი პრობლემა აღარ ჰქონდა ვარჯიშისას და ფობია წარმატებით დაემარცხებინა.

ბევრი მოხსენების წაკითხვასთან ერთად, რომლებიც ეხებოდა ფობიების დამარცხებას ლუდის დრიმინგის მეშვეობით, ასევე მივიღე წერილი ყოფილი ნარკოდამოკიდებული დრიმერისგან, რომელიც ამბობს, რომ ჩემი წიგნის წაკითხვის შემდეგ მან თავი დაანება ნარკოტიკის მოხმარებას და უკვე დიდი ხანია რაც სუფთაა.’’

ესეც ასე. ბლოგი ამ პატარა, მაგრამ საინტერესო სტატიით დავუბრუნე თავის ერთგულ მკითხველებს. ხვალე შევეცდები უფრო დიდი და საინტერესო სტატია ვთარგმნო, რაიმე უშუალო ტექნიკაზე. ნუ, რაც უმფრო საინტერესო და რაც უმფრო დიდი სტატიები იქნება ბლოგზე, მით უმფრო კარგია, აბა ახლა ცუდები თუ ვთარგმნეთ, ჰაჰ : )) . . . .

აქვს თუ არა ლუსიდურ სიზმრებს ფსიქოლოგიური დახმარების უნარი?

Leave a comment